
მომღერლის თქმით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ავტომობილის მართვა რთულია, ამიტომ მანქანაში ცალი უქუსლო ფეხსაცმელი მუდმივად აქვს.
„მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გარკვეულ დისკომფორტს მიქმნის, ამიტომ მანქანაში მარჯვენა ფეხისთვის ცალი უქუსლო ფეხსაცმელი ყოველთვის მიგდია.
ჩავჯდები თუ არა, ვიცვამ და მაღალქუსლიანს უკან ვდებ.
ყოფილა შემთხვევა, ნაცნობი დამინახავს, მაგრამ ავტომობილიდან ცალ-ცალი ფეხსაცმლით ვერ გადავსულვარ და შორიდან მივსალმებივარ.
ახლა ვცდილობ, მანქანის მართვას მარალქუსლიანი ფეხსაცმლითაც მივეჩვიო.“, - აღნიშნა სოფო ბედიამ.
„სარკე“