
ტელეჟურნალისტმა ოცნება აისრულა და სახლი თბილისთან ახლოს, სოფელ ივერიაში იყიდა.
ინგა გრიგოლიას თქმით, იგი დროის უმეტეს ნაწილს სოფლის მყუდრო გარემოში ატარებს.
„ალბათ გავიზარდე და ჩემს ასაკს ვაცნობიერებ.
სახლი ვიყიდე სოფელში. ნატახტარის ზემოთაა სოფელი ივერია, არაჩვეულებრივი ადგილია მთებში, საოცარი ბუნება და გადასარევი ჰაერია.
ბოლო პერიოდის ოცნება ავისრულე. ძალიან კარგი სახლია და ნელ-ნელა ვაწყობ. იქ ძალიან ხშირად ვარ. ჩემი მეგობრები რომ მირეკევენ, მეკითხებიან თბილისში ხარ თუ იქო.
ძალიან ბევრ დროს ვატარებ იმ სახლში, როცა ტელეფონს ვთიშავ და ყველა მეძებს, ამ დროს ძირითადად სოფელში ვარ.
ადრე ჩემი დასვენების დღე იწყებოდა იმით, რომ სალონში გავქცეულიყავი, მოვწესრიგებულიყავი და საღამოს სადმე „ტუსოვკაზე“ წავსულიყავი. ახალ ეს საერთოდ აღარ მადარდებს. ბოტასებს, ჯინსებს ვიცვამ, ძაღლებს ვყრი მანქანაში და მე და ჩემი და სოფელში ავდივართ.
ორი-სამი დღე იქ ვრჩები. ვიცი, რომ რაც მეტი დრო გავა, მით მეტ დროს გავატარებ ასეთ გარემოში“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.
„სარკე“