-
2014-10-01 16:30
მომღერალი თეონა კონტრიძე გასათხოვარ გოგონებს რჩევას სოციალური ქსელიდან აძლევს.
„ძვირფასო მეგობრებო და უბრალოდ გოგონებო.
ნუ დაიჭერთ საქმეს ცოლიან კაცებთან, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდება და რატომღაც ის არ მიატოვებს თქვენს გამო თავის საშინელ, ბებერ, მსუქან დედაკაცს, რომელზეც დაქორწინდა ღრმა ახალგაზრდობაში…
არ ღირს განაწყენება. თქვენ ხომ ასეთი ახალგაზრდები, ლამაზები და გამხდრები ხართ.
ყველაფერი წინ გაქვთ. ნუ იქნებით ტერორისტები“, - წერს კონტრიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მომღერლის ამ სტატუსმა ბევრი მოწონება დაიმსახურა.
მეგობრები წერენ, რომ როგორც ყოველთვის, თეონამ ამჯერადაც ათიანში მოარტყა.