-
2014-10-01 16:17
მომღერალი ზურა მანჯავიძე პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მაყურებლის წინაშე მოცეკვავის რანგში წარსდგება.
„მინდა, ხალხმა ამ ამპლუაშიც მნახოს. თეძოების ამოგდებას ვერ შეგპირდებით და არც მომიხდება, მაგრამ ცეკვა მიყვარს და მინდა, ამით ვისიამოვნო.
თავს არ ვზოგავ, საკმაოდ შრომისმოყვარე ვარ, მინიმუმ 2 საათს ვატარებ დარბაზში. 4 საათიც მივარჯიშია. დაღლილობას არ ვუჩივი, უბრალოდ სხვა საქმეს ვეღარ ვაკეთებ...
ორი კვირაა რაც რეპეტიციები დამეწყო და 4 კილოგრამი დავიკელი. როცა გადავწყვიტე პროექტში მონაწილეობა, ცურვაზე დავიწყე სიარული.
ცოტა „დამწნილებული“ ვიყავი, მხოლოდ ჭიქის ხელში აღების „ვარჯიშებს“ ვაკეთებდი, ახლა კი ეს ეტაპი დასრულდა ჩემს ცხოვრებაში, ალკოჰოლის მიღებას ვერიდები.
ჩემს მეგობრებში ამან ძალიან დიდი გაოცება გამოიწვია“, - განაცხადა ზურა მანჯავიძემ.
„სარკე“