
როგორც ტელეწამყვანი ამბობს, მას თავის მოვლის რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არ აქვს.
რამდენჯერმე ბოტოქსის გამოყენება სცადა, თუმცა ექიმების რჩევით, გაახალგაზრდავების ამ ხერხსაც თავი დაანება.
„არაფერს ვიყენებ, თუმცა ვფიქრობ, რომ ბოტოქსი ძალიან კარგია.
სამწუხაროდ, ჩემი კანი მას არ იღებს, რამდენჯერაც გავიკეთე, ორ კვირაში შეიწოვა, მაშინ, როცა მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს.
საბოლოოდ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ჩემი სხეული უცხო ორგანიზმების თუ ნივთიერებების მიმართ მომატებული იმუნიტეტით გამოირჩევა და არაფერს იღებს.
ამიტომ ბოტოქსს აღარ მივმართავ“, - აღნიშნა ნანიკო ხაზარაძემ.
„სარკე“