
კახა მამულაშვილის თქმით, ის ავტომობილს ყურადღებით მართავს, თუმცა სამართალდამცველები მოძრაობის წესების დარღვევის გამო ხშირად აჯარიმებენ.
„იშვიათად, ყოფილა შემთხევევა, როცა მგონებია, რომ ახლომახლო პატრული არ იქნებოდა, წესები დამირღვევია და ამ დროს გავუჩერებივარ.
მე ყოველთვის მაჯარიმებენ, ლელას კი - არა. დღეს ჩემს ცოლს ძალიან იშვიათად აჩერებს პატრული. ადრე შუშები დაბურული ჰქონდა და ხშირად აჩერებდნენ, სთხოვდნენ, რომ მოხსენი, ამაზე ჯარიმააო...
ლელა თავის ავტომობილს ძალიან უვლის, სულ წესრიგში აქვს. ამბობს, ადამიანის კულტურა ჩანს აქედანო, რა მდგომარეობაშიც არის მისი მანქანა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელიო. ამაში მეც ვეთანხმები.
მის ავტომობილში ზედმეტს ვერაფერს ნახავთ“, - აღნიშნა კახა მამულაშვილმა.
„სარკე“