
პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ნინი ბადურაშვილის მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი წინა სეზონების პარტნიორებით კმაყოფილია.
ამბობს, რომ მიმზიდველი და შრომისმოყვარე მეწყვილეების გამო მას იღბლიანს ეძახიან.
„ამ პროექტში ყველაზე მაგარი მეწყვილეები ჩემი გოგოები იყვნენ.
პირველ სეზონში ნუკი კოშკელიშვილთან ერთად ვცეკვავდი და მთელი საქართველო ავიყოლიეთ, მეორე სეზონში - რუსკა მაყაშვილთან ერთად და მოვიგეთ, მესამე სეზონში - იულია ქავთარაძე გახლდათ და მთელი საქართველო აპროტესტებდა პროექტიდან ჩვენს გავარდნას.
მეოთხე სეზონზეც ულამაზესი გოგონა შემხვდა - ნანა ნებიერიძე. მეხუთე სეზონში ნინი ბადურაშვილია ჩემ გვერდით და ახლა ნებისმიერი კაცი ნატრობს ჩემს ადგილას ყოფნას.
„ფეისბუქი“ გადაჭრელებულია ამგვარი ტექსტით - ოთოს რა ბედი აქვს, ყველაზე კარგი გოგოები მისი მეწყვილეები არიანო“, - განაცხადა ოთო ფოლადაშვილმა.
ნინი ბადურაშვილის თქმით, პროექტის წინა სეზონებზე მონაწილეობა იმიტომ არ მიიღო, რომ არ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული შეძლებდა თუ არა ცეკვას, ვინაიდან ეს პროცესი დიდ შრომას მოითხოვს.
„ცეკვას იმხელა ენერგია და დრო მიაქვს, რომ ყველაფერი გვერდზე უნდა გადამედო მეხუთე სეზონზე გადავწყვიტე მეცეკვა, ალბათ ჩემს თავში დავინახე, ის რომ მზად ვარ.
გამოწვევისათვის მივიღე საკუთარი თავისგან, რომ მე ეს უნდა შევძლო. მას მერე როცა ამ პროექტში ჩავერთე, ეს საქმე უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის, ამავე დროს ძალიან დამღლელია“, - განაცხადა ნინი ბადურაშვილმა.
„სარკე“