
ამერიკელმა მოცეკვავემ, მსახიობმა და ქანთრის მომღერალმა ჯულიანა ჰაგმა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ამერიკულ შოუში მიიღო მონაწილეობა.
26 წლის ჯულიანას მიერ შესრულებულმა ცეკვამ ჟიური ფეხზე წამოაყენა, თუმცა ამერიკული ტაბლოიდებისთვის განსჯის საგანი ცეკვა კი არა, მისი ჩაცმულობა გახდა.
„არის თუ არა მოცეკვავის სამოსი გამომწვევი და ვულგარული?“ - ორი დღეა ეს კითხვა განსჯის საგანია ტვიტერზე.