-
2014-09-25 11:53
„მასტერას“ იგივე გიორგი პავლიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხალხს უყვარს და პატივს სცემენ, მაინც არაფერი გამოვიდა.
მან კარიერის მოწყობა მოსკოვში გადაწყვიტა, სადაც დათო ხუჯაძის რეკომენდაციით გაემგზავრა.
„საქართველო მართლაც დავტოვე, ეს არ იყო ჩემი სურვილი. იძულებული გავხდი, ასე მოვქცეულიყავი.
11 წელი საქართველოში თავს არ ვზოგავდი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში 1 ლარის გამომუშავებაც ვერ მოვახერხე. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში, როგორც მომღერალს, მაღალი რეიტინგი მაქვს და ხალხს ვუყვარვარ, პატივს მცემენ, მაინც არაფერი გამოვიდა.
კარგია, როცა დადებითად გაფასებენ, მაგრამ უკვე 25 წლის ვარ და ყოველდღიური შემოსავალიც ხომ უნდა მქონდეს? სულ სხვაზე დამოკიდებული ვერ ვიქნები...
დათო ხუჯაძემ შემომთავაზა, მოსკოვში ჩავსულიყავი და როგორც კომპოზიტორს, მის სტუდიაში მემუშავა. მეც უარი არ მითქვამს. დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება.
რასაც ვიმუშავებ, იმის შესაბამის ანაზღაურებას მივიღებ. აქ ყველაფერი გამომუშავებითაა“, - განაცხადა მასტერამ.
„გზა“