
როგორც ირკვევა სამეფო წყვილი საქართველოში დაფუძნებას გეგმავს.
„ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს ცვლილება მოხდა.
სამშობლოში დაბრუნებისთვის ეს ყველაზე კარგი დრო იყო. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.
ვმუშაობ, როგორც დამოუკიდებელი ბიზნესმენი და საქართველოში უცხოელი ინვესტორების ჩამოყვანას ვცდილობ“, - აცხადებს ხუან ბაგრატიონი.
ქრისტინე ძიძიგურის თქმით, მეუღლე მის აზრს ყოველთვის ითვალისწინებს.
„ხუანს უნდა, ყველაფერი ერთად გავაკეთოთ, ჩემს აზრს ითვალისწინებს.
მე კი ვცდილობ, მას ჰარმონიული გარემო შევუქმნა და ავარიდო ის, რაც არ მოსწონს. ხუანისთვის, პირველ რიგში. მნიშვნელოვანია კარგი ხედი სახლიდან...
პირველად რომ გავუმხილეთ ერთმანეთს სურვილები, აღმოჩნდა, რომ ორივეს, მინიმუმ ოთხი, შვილი გვინდა“, - აცხადებს ძიძიგური.
„სარკე“