
მსახიობის თქმით, ის იუმორი, რაც დღეს ქართული ტელეარხებიდან ისმის, დაბალი დონისაა.
„ჩემმა ჩამოსვლამ აჟიოტაჟი გამოიწვია, ტელეკომპანიებმა, რადიოებმა მიმიწვიეს.
ყველას ვახსოვარ, მაგრამ როცა საუბარი სატელევიზიო პროექტის გაკეთებაზე ჩამოვაგდე, ყველამ მითხრა, აქ ქაოსია და ამ ეტაპზე ჩამოსვლას არ გირჩევთო. გაოცებული დავრჩი.
ამჯერად ემიგრანტებზე მინდოდა პროექტის გაკეთება. გაოცდებით, ამერიკაში როგორი წარმატებული ქართველები ცხოვრობენ. საოცარი ისტორიები აქვთ და აუცილებელია, მათი ცხოვრების შესახებ ვუამბოთ ჩვენს თანამემამულეებს. ამ პროექტს მაინც გავაკეთებ...
ნუ მიწყენენ ჩემი კოლეგები, მაგრამ ის იუმორი რაც დღეს ქართული ტელეარხებიდან ისმის, დაბალი დონისაა.
რადიოში რომ მიმიწვიეს, უამრავმა ადამიანმა დარეკა და აღნიშნა, რომ დღემდე ახსოვთ ჩვენი გადაცემა, რომ ეს იყო არაჩვეულებრივი იუმორისტული სატირა.
დღეს სატირა არ არსებობს. იუმორი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ცუდ სიტყვებზე ააგო ფრაზები და ადამიანებს დასცინო.
ზოგი რამ ჩემთვის საშინლად მიუღებელია. იმისთვის, რომ ფული აიღო, არ შეიძლება ადამიანი დაამცირო“, - აცხადებს ცუცა კაპანაძე.
„სარკე“