
„A STUDIO“-ს სოლისტმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც კარიერის გასაგრძელებლად რუსეთში წასვლა გადაწყვიტა.
ეს მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან მაშინ ახალგაზრდა შემსრულებელი სულ რაღაც 17 წლის იყო.
რაც შეეხება კარიერასა და ოჯახს, როგორც ქეთა ამბობს, დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ცოლ-ქმარი მაინც ახერხებს რამდენიმე დღით განმარტოვებას.
იგი მეუღლისთვის უბრალოდ ქეთაა და არა ვარსკვლავი, რომელსაც მილიონობით ადამიანი აკვირდება.
„ჩვენ იდეალურად ვეწყობით ერთმანეთს: ის კუროა, მე - ქალწული. ორივე ვეფხვის წელიწადში ვართ დაბადებული. ჩვენს შორის 12 წელია სხვაობა. ერთადერთი, რაც მეუღლეში მაღიზიანებს, ყოველი დღესასწაულის წინ ტრადიციული შეკითხვაა: რა გაჩუქო?
„მე ყოველთვის ვამბობ, თუ გსურს ღმერთი გააცინო, მოუყევი შენს გეგმებზე. ვფიქრობ სამ შვილზე.
ყოველთვის მინდოდა გოგონა, მაგრამ ქმარი იმდენს მელაპარაკა ბიჭზე, რომ მივხვდი: ბიჭი მინდა. ვფიქრობ, უფრო კარგად აღვზრდი, ვიდრე გოგონას, რადგან მეც ბიჭური ხასიათი მაქვს“, - ამბობს ქეთა და დასძენს, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ მისი ქალიშვილი შემოქმედებით საქმიანობას აირჩევს, თუმცა, ვაჟისთვის უფრო სერიოზულ პროფესიას ისურვებდა.
„ასეა თუ ისე, საკუთარი ცხოვრება მომწონს. ვინმეს რომ ეკითხა: ღმერთს რომ შეხვედროდით, რას ეტყოდით?” - ვუპასუხებდი: მადლობას!