
მას შემდეგ, რაც აქტიურ ასპარეზს ჩამოშორდა, ახალ სახლში გადავიდა შვილიშვილებთან ახლოს.
მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სანიმუშო ბებიის როლს კარგად ითავსებს.
„ძველი სახლიდან ფუნიკულიორი და ბოტანიკური ბაღი ჩანდა, აქედან კი ზოოპარკი ჩანს.
მერე რა თუ ღამის სიმყუდროვეს მირღვევენ ცხოველები, მათი ყმუილი და ზმული. დამიჯერეთ, ეს კეთილი ცხოველები ბევრ ადამიანს სჯობიან. ცხოველთა ხმაურს ჩიტების ჭიკ-ჭიკიც მოჰყვება.
მერე დაიწყეს ღამეული სტუმრობები ჩემმა მეგობრებმა - დოიმ, ნიკამ, ზვიად ბოლქვაძემ. მოემატნენ ახალგაზრდები და მივხვდი, რომ გამოცოცხლდა ჩემი სახლი“, - აცხადებს მარინა ბერიძე.