
საქართველოს „კავეენის“ ნაკრების წევრის ამიკო ჩოხარაძის თქმით, მათი გამარჯვება არც ერთმა ქართულმა ტელეარხმა არ გააშუქა.
„ფინანსებთან დაკავშირებით ბერას უარი არ უთქვამს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინიციატივა არ წამოსულა, მე, პირადად, მომერიდა, ხმამაღლა მეთქვა ეს პრობლემა...
მეორე მხრივ, ჩვენ, რადგან მისი გუნდის წევრები ვართ, იმიტომაც არ შევაწუხეთ... გუნდში სულ ოცდაორნი ვართ, ფინალზე ცამეტნი წავედით. არ დაგიმალავთ და რუსული ენა რჩება ჩვენი გუნდის იმ პუნქტად, რაშიც მუდმივი მეცადინეობა და ზრდა გვჭირდება.
გვყავს დამხმარე რუსი ავტორები და სცენარისტები, რომლებიც ინტენსიურად თანამშრომლობენ გუნდთან და გვეხმარებიან. თვითონ ლიგას კი ჰყავს საკუთარი რედაქტორები, რომლებიც თამაშამდე, ერთი კვირის განმავლობაში, ამუშავებენ ტექსტის ყველა დეტალს...
არ გვაშუქებს არც ერთი არხი. რა შუაშია ამ დროს პოლიტიკა? როცა საქართველოს ნაკრები მიდის ასეთი დონის თამაშზე და ტარდება რუსეთში, ამიტომ უნდა დაგვბლოკონ?“, - განუცხადა ამიკო ჩოხარაძემ „კვირის ქრონიკას“.