-
2014-09-19 15:48
მომღერალი ბუბა კიკაბიძე ყოველთვის პოპულარული იყო ქალებში. შორ დისტანციაზეც და ახლოც.
ირკვევა, რომ მისი წარმატების საიდუმლო მხოლოდ მამაკაცური შარმი და პოპულარობა არ ყოფილა.
ის ქალებს აძლევს... კონფიდენციალობის გარანტიას...
არ მიყვარს ტუტუცი მამაკაცები, ამ თემაზე რომ ტლიკინებენ, გამიგე? კაცს, რასაკვირველია, თუ ქალი არ აინტერესებს, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ, როცა კაცები ქალებსა და რომანებზე ღიად ლაპარაკობენ და რაღაცებს ყვებიან, მათ მიმართ პატივისცემა მეკარგება.
პოპულარობით მარტო ქალთან კი არა, საერთოდ, ცხოვრებაშიც შეგიძლია ისარგებლო, მაგრამ მე ამით არასოდეს მისარგებლია. ქალების იერიში იყო, კი, რატომ არ უნდა იყოს? მაგას რა სჯობია, უბრალოდ, სატლიკინო არ არის, რა. არასოდეს არ ჩამიშვია არც ერთი ქალი, არც ვიკადრებდი, იმიტომაც მცემდნენ, ალბათ, პატივს...
ასევე, ის ქალები, ვისაც მე პატივს ვცემ, არაფერს არ ყვებიან არც თავისას და არც სხვისას. კაცი იმ დონეზე არ უნდა დადგე, რომ შენი პირადი ცხოვრება გამოფინო. ჩემზე რაც არ უნდა დაწერონ, ყურადღებას არ მივაქცევ, მაგრამ თვითონ საბაბი არ უნდა მისცე, რომ ეს გაკადრონ.
შენ თუ საბაბს აძლევ, მერე არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს. თუ შენ თვლი, რომ აუცილებლად უნდა მოყვე, რომ შენს ძმაკაცს ცოლი წაართვი და ამით გინდა ყველამ გაგიცნოს, მერე ის აღარ უნდა გიკვირდეს, შენზე რასაც იტყვიან.
მე არ ვკითხულობ ძალიან ყვითელ გაზეთებს და ამბებს, მაგრამ რახან იწერება, ესე იგი, სხვები კითხულობენ.
ჟურნალისტსა და პაპარაცს არ ვამტყუნებ, ეს მისი პროფესიაა და ამით ჭამს პურს, მაგრამ თვითონ რესპონდენტმა არ უნდა დააღოს პირი და არ უნდა ილაპარაკოს ასეთ ამბებზე,“ - აცხადებს ბუბა კიკაბიძე.
„პრაიმტაიმი“