
ქართველმა ბოდიბილდერმა, ია უძილაურმა რამდენიმე თვის წინ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და მკერდი გაიდიდა.
ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში იამ მკერდის გადიდების მიზეზი გაამხილა.
„მკერდი მართლაც გავიდიდე. 1 ზომა მქონდა და ახლა 3 ზომა მაქვს.
ჩემი პროფესიის გამო დამჭირდა, რადგამ არსებობს სტანდარტები, როცა ვარჯიშობ და წონაში იკლებ, მკერდიც პატარავდება.
შესაბამისად, ეს ოპერაცია მჭრიდებოდა. საკუთარი სურვილით კი ცხვირის ოპერაციის გაკეთებაზე ვფიქრობ, მით უმეტეს, რომ გატეხილი მაქვს და ქირურგიული ჩარევა მჭირდება, მაგრამ მაინც ვერ ვრისკავ, რადგან არ ვიცი, რამდენად ბუნებრივ შედეგს მივიღებ“, - აცხადებს უძილაური.