-
2014-09-17 11:27
„X ფაქტორში“ გამარჯვების შემდეგ თორნიკე ყიფიანის ცხოვრება, გარკვეულწილად, შეიცვალა. მომღერალი ამჟამად სტუდიაში ალბომზე მუშაობს.
„ჯერჯერობით არ ვიცი, როგორი გამოვა, მაგრამ მონახაზებს ვაკეთებ.
გარდა იმისა, რომ „სანო სტუდიაში“ ვმუშაობ ალბომზე, „ბრავო რეკორდსთან“ ერთად სინგლის გამოშვებას ვაპირებთ და მიხარია, რომ ეს ორი რამ ერთმანეთს არ უშლის ხელს.
„X ფაქტორმა“ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც დამეხმარა - მათ გარეშე ვერ მივაღწევდი წარმატებას. თითქმის ყველა პრიზი გადმომცეს.
რაც დამპირდნენ, ყველაფერი შემისრულეს. პრინციპში, რაც მოვიგე, ასეთი კლასის მანქანა არ მჭირდებოდა, ამიტომ გავყიდე. ისე მოვიხმარ ჩემთვის, ოჯახს მოვახმარ.
„მაგთიმ“ ჩამირიცხა 30 ათასი იმისთვის, რომ პროფესიულად წავიწიო წინ. სტუდიური მონიტორები ვიყიდე, ასევე აპარატურა, რაც დაგვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს თავს რეალიზაცია გავუკეთოთ.
მთლიანი თანხა არ დამიხარჯავს, ჯერ კიდევ ვგეგმავ, რაში შემიძლია, გამოვიყენო. ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრიზი, რომელიც „რუსთავი 2“-მა დააწესა, იყო ლონდონში ერთთვიანი მასტერ-კლასი, რომელიც ჩემს გარდა, სხვა მონაწილეებსაც გადასცეს.
ჯერჯერობით გამგზავრების ზუსტი რიცხვი არ ვიცით, ნოემბერში გეგმავენ ჩვენს წაყვანას - ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, დიდ გამოცდილებას მივიღებთ.
„ვი-თი-ბი" ბანკმა გადმომცა პარიზის საგზური, ხოლო „ფორტუნამ“ ამსტერდამის. პარიზის გამოვიყენეთ, ამსტერდამის - ჯერ არა. იქაც მეუღლესთან ერთად წავალ.
მეც და ჩემს მეუღლეს ზალიან გვაინტერესებდა პარიზი. კარგი იყო, ბევრი რამ ვნახეთ, ყველგან ვიყავით: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, ლუვრში, ეიფელზე. ამსეტრდამში წასვლის ვადა ახალ წლამდე გვაქვს და მოვახერხებთ მანამდე რამეს,“ - აცხადებს თორნიკე ყიფიანი.
ambebi.ge