
ქართველი მომღერალი გიგა კვენეტაძე მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს.
გიგა მეუღლეს, ნინო წიკლაურს დაშორდა. ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავდა, რომ შეყვარებული არ ჰყავდა.
ცოტა ხნის წინ კი „ფეისბუქზე“ 'მომღერალმა მარი კარამოვასთან ერთად გადაღებული ფოტოები ატვირთა.
„მარი მართლა ლამაზია, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ბედნიერი ვარ, რომ იგი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა. ძალიან კარგი ადამიანია. ანათლებით ექიმია, მაგრამ ამჟამად გენერალური მენეჯერია კომპანიაში, რომელსაც მოსკოვში სხვადასხვა სახის ბიზნესი აქვს.
თითქმის ერთი წელია, რაც ვურთიერთობთ. მარი ძალიან სწორად არის აღზრდილი და რამდენიმე თვე დამჭირდა, რომ პირველ პაემანზე დამეთანხმებინა. მოხიბლული ვარ მისი სილამაზით.
სიმართლე რომ გითხრათ, საქართველოშია გაზრდილი, თუმცა როცა ჩვენ შევხვდით, ქართული სულ დავიწყებული ჰქონდა. 20 წელია, მოსკოვში ცხოვრობს.
მარის მამა ნახევრად ქართველია, ნახევრად - სომეხი. თუმცა როცა გიყვარს, ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს.
სიმღერა სახელწოდებით „ჩემი სიყვარულის ოკეანე“ ჯერჯერობით მსმენელისთვის უცნობი სიმღერაა. მარის მივუძღვენი. ყველა ჩემი სიმღერა მას ეკუთვნის.
ჯერჯერობით ოჯახისთვის ოფიციალურად მარის ხელი არ მითხოვია. არა მგონია, გიგა კვენეტაძე დასაწუნი სიძე იყოს. თუმცა გეტყვით, რომ მარის გარემოცვას ძალიან ვუყვარვარ.
გვინდა - საქართველოში ახალ წელს ჩამოვიდეთ. მარი მეგობრებს გავაცანი. ოჯახის წევრებს ჯერ არა, მაგრამ ვფიქრობ, ეს მალე მოხდება,“ - ამბობს გიგა კვენეტაძე.
„რეიტინგი“