
იმ ცნობილმა სახეებმა, რომლებიც ახალ სატელევიზიო არხზე - "მარაო "რუსთავი 2"-ზე გადაცემებს წაიყვანენ, უკვე დაიწყეს სოციალური ქსელების მეშვეობით ამ ინფორმაციის გავრცელება.
ამ რიცხვს განეკუთვნება ნინა წკრიალაშვილიც, რომელიც წერს, ყველაზე მაგარი გასართობი არხი კეთდებაო.
მაია ასათიანი: ჩვენ ყველა გადაცემას უცხოური ანალოგი აქვს. გვაქვს აპრობირებული, გამოცდილი თემები ყვითელი შეფერილობით.
გვექნება რამდენიმე რეალითი შოუც. პირველად ჩვენ არხზე ნინა წკრიალაშვილი, როგორც წამყვანი, ბედს ცდის. ის გადაცემა „გარდერობს“ წაიყვანს, სადაც ცნობილი პიროვნებების გარდერობებს ვნახავთ.
ამ სამოსით მერე დეფილესაც მოვაწყობთ. ცეკვის გაკვეთილები ექნებათ გიორგი ვარდოსანიძესა და სალომე ჭაჭუას.
primetimenews.ge