
სოციალურ ქსელში თაკო გაჩეჩილაძემ ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც მომღერლის ნაცნობებსა და თაყვანისმცემლებში აჟიოტაჟი გამოიწვია.
მოგვიანებით მომღერალმა დაწერა, რომ „ფეისბუქს“ აუქმებდა.
ჟურნალისტებმა ჩათვალეს, რომ თაკომ ეს გადაწყვეტილება სურათით გამოწვეული რეაქციის გამო მიიღო.
ამასთან დაკავშირებით მომღერალმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.
„რაღაც სისულელეებს ნუ იგონებთ, „ძვირფასო ჟურნალისტებო“. თითქოს რაღაცის გამო ვშლი „ფეისბუქს“. მომბეზრდა და მარტო ეს არის მიზეზი.
და კიდევ, რაც მთავარია, რაოდენ გასაკვირიც არ ინდა იყოს, არ ვარ შიშველი ამ ფოტოებში. ბიუსტჰალტერი მაცვია. იმედია ახლა თქვენც დაწყნარდებით და დანარჩენები...“ - წერს თაკო.