
„რუსთვი 2“-ის ეთერით „ნანუკას შოუს“ რეკლამა გადის, სადაც ჩანს ლამაზი სახლი, ბევრი ცნობილი ადამიანი ამ სახლში და მომღერალი სალომე ტეტიაშვილი დედასთან ერთად.
ემოციური კადრები ბადებს ეჭვს, რომ მომღერალს ნანუკას შოუმ ბინა აჩუქა, თუმცა მომღერალი ამას არ ადასტურებს.
„სად ჩანს, რომ ბინა მაჩუქეს? ნამდვილად ვერ დაგიდასტურებ.
ყველას ჰგონია, რომ ბინა მაჩუქეს, მირკავენ, მწერენ. რომ მივედი, მეგონა სიმღერისთვის დამიძახეს.
იქ გავარკვიე, რომ მეც ვმონაწილეობ ამ შოუში და ძალიან გამიხარდა. ეს იყო ზუსტად ჩემი ემოციების მიზეზი“, - ამბობს ტეტიაშვილი.
მომღერალმა ბინის მიღების ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა „რეიტინგის“ ჟურნალისტს სთხოვა, გადაცემა რომ გავა ეთერში, დილის 8 საათზე ნუ დამირეკავ და ექსკლუზივს მოგცემო. როგორც ჩანს, „ნანუკას შოუ“ რაღაც სიურპრიზს მართლაც გეგმავს.
„რეიტინგი“