-
2014-09-13 23:03
არტ-კრიტიკოსი დავით ანდრიაძე რობერტ სტურუას და ქეთი დოლიძის დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რობიკო სტურუამ რუსთაველის თეატრი, ფაქტობრივად, დაასამარა. დოლიძე კი რეჟისორი კი არა, ჩვეულებრივი თეატრალური საქმოსანია!
„ეს კაცი უკვე სრულ მარაზმშია გადასული და ვეღარაფერს დგამს, იაფფასიანი ინტრიგების გარდა. ამით ხალისობს. ყველაზე რთულია, ალბათ, კაცი ღირსეულად დაბერდე.
ან ეს თეატრი რისთვის ააშენებინა და გაარემონტებინა?! ერთი კინკილა სპექტაკლი დადგა, მსახიობი ვერ აღზარდა და ვერც აღზრდის და ვიმეორებ, რომ თეატრი დამარხა!.
რობიკოს არასოდეს აინტერესებდა მსახიობი და ყოველთვის მეორეხარისხოვან ხალხთან მეგობრობდა. ვინც გაანადგურა და გაქურდა თეატრი, ისეთ ხალხთან იყო ახლოს.
ქეთი დოლიძემ კიდევ მიშა თუმანიშვილის თეატრი დაასამარა!
რომ იძახის რობიკო 30 წელია ჩემს სპექტაკლზე არ ყოფილაო, სტურუა თავისი კოლეგების სპექტაკლებზე არ დადის.
სირცხვილი არ არის, თავის დროზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თემურ ჩხეიძე არ აირჩიეს და აირჩიეს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი!
მერე მან ვერ გაართვა ვერაფერს თავი და ქეთი დოლიძემდე გადავიდა ძალაუფლება. დოლიძე კიდევ რეჟისორი კი არა, ჩვეულებრივი თეატრალური საქმოსანია!
ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მათი ალტერნატივაც არ გვყავს. ყოველთვის ისე იყო, რომ დიდი თაობა მიდიოდა და შემცვლელი ჩანდა, დღეს მათი შემცვლელიც არ ჩანს. სრული კოლაფსია დღეს!
საქართველოში არანაირი კონცეფცია არ აქვს კულტურის სამინისტროს, ან ნახეთ, ვინ დანიშნეს კულტურის მინისტრად!? ეს დიდი უბედურებაა...
ყველა პროცესს სჭირდება მართვა, მაგრამ ამ მართვას სჭირდება ჭკუადამჯდარი ადამიანები!“ - აღნიშნა დავით ანდრიაძემ.
„კვირის პალიტრა“