
მოცეკვავე უარყოფს გავრცელებულ ჭორებს მისი და გიორგი ყიფშიძის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.
„არ არსებობს, რომ მეწყვილის მიმართ რაღაც მიზიდულობის ძალა არ გქონდეს, მაგრამ საკუთარი თავი თავიდან ბოლომდე უნდა აკონტროლო.
თუ იმ ადამიანთან ყოფნა გსიამოვნებს და ბოლომდე მოეშვები, მაშინ შეიყვარებ. თუ თვლი, რომ საჭირო არ არის ეს გრძნობა, ურთიერთობა არ განვითარდება, სიყვარულში არ გადაიზრდება. სიყვარულზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ გრძნობა, რა თქმა უნდა, მქონია ჩემი ერთ-ერთი მეწყვილეს მიმართ.
ძალიან მაინტერესებს ჩემი მეორე ნახევარი როგორი იქნება. სულაც არ არის საჭირო, რომ ცეკვავდეს. პირველ რიგში, მთავარია მისი ადამიანურობა. ერთმანეთს უნდა ვუგებდეთ, ჩემს საქმეს პატივს სცემდეს, მისი იმედი მქონდეს ყველა საკითხში.
პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, მაგრამ ერთს კი გეტყვით, რომ სასაცილო იყო სტატია, რომელიც ჩემსა და გიორგის ჯვრისწერაზე დაიწერა.
არ მესიამოვნა. ჩემსა და გიორგის შორის ასეთი ლაპარაკი არ ყოფილა, ასეთი რაღაც არ იყო დაგეგმილი, საიდან მოიტანეს, ვერ ვხვდები“, - აცხადებს ჯულიანა ბარ-გნარი.
„სარკე“