
mediamall.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, სულ ცოტა ხანში პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონი დაიწყება. თუ აქამდე მისი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე იყო, ახლა მას შოუმენი დუტა სხირტლაძე ჩაანაცვლებს.
ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად Mediamll.ge-მ მოიპოვა. რაც შეეხება მონაწილეებს რამდენიმე მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია, ესენი არიან: მომღერალი ნინი ბადურაშვილი, ნინი ქარსელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, მსახიობი გოგოლა კალანდაძე, ტელეწამყვანი მარგო ლუჩკო.
Mediamall.ge ამასთან დაკავშირებით დუტას დაუკავშირდა, თუმცა ის ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. დაველოდოთ ახალ სეზონს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მოამზადა ნინო აბრამიშვილმა