-
2014-09-08 23:45
აზერბაიჯანელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ემინმა ჯგუფ „А'Студио“-ს ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია საკუთარ კლიპში გადაიღო.
მელოდია სიმღერისთვის „Начистоту“, აზერბაიჯანელ მომღერალს იგორ კრუტოიმ დაუწერა, ხოლო ტექსტის ავტორი იგორ ნიკოლაევია.
ვიდეოკლიპი ალექსანდრ სოლოხამ გადაიღო.
კლიპში ქეთა სახით არ ჩნდება, თუმცა მის თაყვანისმცემლებს 27 წლის ლამაზმანის ამოცნობა ადვილად შეუძლიათ მისი აღნაგობით, პროფილით თუ ტატუთი ხელზე.
როგორც კლიპის ბოლოს ირკვევა, ვიდეოს გაგრძელება ექნება. ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ გაგრძელებაში მაინც მოვახერხებთ „გასაიდუმლოებული პატარძლის“ ხილვას.