
რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ცხვირის ოპერაცია ქართველმა ექიმმა გაუკეთა.
„პარადოქსია, რომ ყველა იმოკლებს და მე დავიგრძელე ცხვირი.
ოპერაცია ქართველმა ექიმმა გამიკეთა და ვენაცვალე იმ ექიმს, ოთარ გოგიბერიძეს.
სამი წელი ვეძებდი და ვერავინ ბედავდა დათანხმებას, გავიკეთე ოპერაცია, თუმცა ჯერ ბოლომდე არაა ყველაფერი მიყვანილი.
იმას, რაც მქონდა, ბევრად სჯობს ასეთი ცხვირი. ისეთ აჩი ფურცელაძეს, რომელიც თბილისში იყო, მოსკოვში არ მიმიღებდნენ.
ისეთი გარეგნობით მოსკოვში ვერ გავქაჩავდი“, - აცხადებს აჩი ფურცელაძე.
„რეიტინგი“