
მსახიობ გია ფერაძის ვაჟი, გია ფერაძე-კუზუბოვი სამარაში ცხოვრობს და მამის კვალს გაჰყვა, მსახიობია.
იგი ორი კვირის წინ თბილისში მამის ლექსების კრებულის პრეზენტაციაზე ჩამოვიდა. „სევდის კრებულის“ გამოცემა მსახიობის უფროსმა ძმამ, ილიკომ ითავა.
გიას ბიძის, ილიკო ფერაძის თქმით, გია ფერაძე უმცროსი ძალინ ჰგავს მამას, აქვს იუმორის გრძნობა, მამის გენებით გადაცემული არტისტიზმი, პლასტიკა და რაც მთავარია - უყვარს ქართველები.
„გიამ თანხმობა უთხრა შოუს პროდიუსერს. ვფიქრობ, მისი, როგორც გია ფერაძის შვილის მონაწილეობით, შოუც რეიტინგული გამოვა. თეატრს თავს ანებებს და სამარადან მოსკოვში, მიხალკოვის კინომსახიობთა აკადემიაში მიდის სასწავლებლად.
ვურჩიე, კინოს უფრო სერიოზულად მიუდგეს. შემოთავაზება აქვს სატელევიზიო სერიალებიდან. ვნახოთ, რა გამოვა,“ - ამბობს ილიკო ფერაძე.
primetimenews.ge