
როგორც ირაკლი საღინაძემ გაზეთ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, მაკა ძაგანიამ თინას როლი „ჩემი ცოლის დაქალებში“ პირად ცხოვრებაში მომხდარი სიახლის გამო დაკარგა.
მაკა გათხოვდა და უკვე შვილსაც ელოდება. სერიალის პროდიუსერებმა კი ის ამ სიურპრიზის გამო პროექტს დაამშვიდობეს.
„შეკრება არ გვქონია, არ გვისაუბრია. არ ვიცი, რა იგეგმება... აზრსაც არავინ მეკითხება, თუ აწყობთ ეგრე, იქნება ეგრე.
როდესაც შენ პირად ცხოვრებას ვიღაც გიკონტროლებს, შესაბამისი კონტრაქტიც უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს საქართველოში არასდროს მოხდება. უნდა ითქვას - პროექტი სამ წელიწადს გაგრძელდება, იმის მერე რაც გინდათ ის ქენითო.
აქ არც პროდიუსერის და არც მსახიობის ბრალი არ არის, ეს, უბრალოდ, საქართველოა, სადაც სტაბილური არაფერია. კაცმა არ იცის, შემდეგში რა მოხდება. შესაბამისად, ასეთ ვალდებულებებს თავის თავზე არავინ იღებს.
თინას გმირზე გული დამწყდება, ჩემი შექმნილი გმირია და ძალიან მიყვარს. მაგრამ ტრაგედია არც ეს არის.
თეატრის სეზონი ოქტომბრის დასაწყისში იხსნება, როდესაც მე უკვე რვა თვის ფეხმძიმე ვიქნები. ალბათ, ვერ მოვახერხებ თამაშს. გავაჩენ თუ არა, თეატრში დავბრუნდები,“ - აღნიშნა მაკა ძაგანიამ.