-
2014-08-24 15:04
იუმორისტი ბაკურ სვანიძე დახურულ თემებზე ღიად და ვრცლად საუბრობს.
„ ვფიქრობ, ადამიანი უნდა იყოს ტრადიციული და მეც ვარ, ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გოგო, რომელმაც ქორწინებამდე დაკარგა ქალიშვილობა, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოვიყვანოთ და ჩავქოლოთ...
ესაა ადამიანის პიროვნული უფლება, თუმცა, მეორე მხრივ, ქორწინებამდე ქალიშვილობის დაკარგვა სულაც არ ნიშნავს, რომ ოჯახის შექმნამდე 25 სექსუალური პარტნიორი უნდა გამოიცვალო. ქორწინებამდე 25, 17 ან 10 კაცის გამოცვლა, მაპატიეთ და, ბოზობაა...
ბოიფრენდის ინსტიტუტიც არასწორად ესმით, ორი კვირის წინ გაცნობილი ბიჭი ბოიფრენდი ვერ იქნება, გოგო კლუბში ვიღაცას რომ მისცემს, იმას ბოიფრენდი არ ჰქვია, ბოიფრენდი და გერლფრენდი ერთად ცხოვრობენ.
მამაკაცის არჩევანია, მოიყვანოს ქალწული მეუღლე და ამას რატომ ვუშლით, ვერ ვხვდები, ასეთი ხალხი ევროპაშიც არის. როდესაც ქმარი ქორწინების პირველ ღამეს იგებს, რომ მისი მეუღლე ქალიშვილი არ ყოფილა, ეს უკვე ტყუილია...
ამ დროს სახლიდან გაგდებას ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ ქალისგან ქალწულობას არ ვითხოვ, მეც გავაგდებდი, იმიტომ კი არა, რომ ქალიშვილი არ იყო, იმიტომ, რომ მომატყუა...
ხშირად მომისმენია ''მოფემინისტო'', ''მოგენდერო'' ქალებისგან, ქალებს, როგორც სექსის ობიექტს და გასართობ ნივთს, ისე აღიქვამენო, მაგრამ ახლა, როცა მათ ''კაზანტიპზე'' უფასოდ უშვებენ, როცა მამაკაცებს 80 ევროს ახდევინებენ, ეს რატომ ხდება?
ე.ი. ქალებს იმიტომ ეძახიან უფასოდ, რომ კაცმა ის თანხა ქალის შიშველი ტრაკის ნახვაში უნდა გადაიხადოს. ამ შემთხვევაში რატომ არ უჩნდებათ პროტესტი ზემოხსენებულ ორგანიზაციებს? რატომ არ ამბობენ, ქალებს გასართობად აღიქვამენო?
''კაზანტიპი'' ამით ქალს ეუბნება, შენ ხარ მამაკაცის სექსუალური ობიექტი და მეტი არაფერი, ჰოდა, მოდი და იყავი შიშველი ტრაკი და არა ქალი. რატომ უნდა მოგინდეს, ათამაშო შიშველი უკანალი, დათვრე, გაითიშო და ერთი ადგილის გასაღები დაკარგო, არ მესმის.
მე არ ვამბობ, რომ ''კაზანტიპი'' ქართველობას გვართმევს და არ უნდა ჩატარდეს. არაფერს გვიშლის, უბრალოდ, ასეთ რაღაცაში მონაწილეობა რომ მოუნდება გინდ კაცს და გინდ ქალს, არაა ნორმალური.
ზოგადად კი, ყოველ შაბათ-კვირას ამ ფესტივალზე უარესები ტარდება თბილისის შემოგარენში დახურულ აგარაკებზე, იკრიბებიან, ღრეობენ, ითიშებიან და ვისი ვისაშია, ვერ გაიგებ... ეს ''კაზანტიპზე'' ნაკლებია? არ მაქვს სურვილი, შევუვარდე, დავხვრიტო, ღვთის რისხვა დავატეხო, იყვნენ და იარსებონ, ბატონო... “ - ამბობს ბაკურ სვანიძე.
ambebi.ge