შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა რეკორდულად ხანმოკლე ქორწინებები

Image

ხანმოკლე ოჯახების რეკორდსმენი, სომეხი წარმოშობის ამერიკელი ვარსკვლავი კიმ კარდაშიანია, რომელმაც კრის ჰამფრისთან ოჯახი 70 დღეში დაანგრია.

 

 

Ambebi.ge გთავაზობთ იმ ქართველი ვარსკვლავების ჩამონათვალს, ვისაც პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა.

 

თამუნა მუსერიძე (2 თვე)

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ორჯერ იყო ქორწინებაში და ორივე ოჯახი რეკორდულად მცირე დროში დაენგრა.

 

მისი პირველი ქმარი მომღერალი აჩი ფურცელაძე იყო, ერთმანეთი სპორტის სასახლეში გაიცნეს, შემდეგ კი დაქორწინება გადაწყვიტეს. მაგრამ მათი ოჯახი ორ თვეში დაინგრა. ამის მიზეზი კი ღალატი გახდა. მეორედ ოჯახი თამუნამ რამდენიმე წლის შემდეგ შექმნა, მისი ქმარი მუსიკოსი გურამ მაკალათია, იგივე გუფი გახდა.

 

თამუნას და გუროს ქორწინებამ 4 თვეს გასტანა. ორსული ტელეწამყვანი ქმარს დაშორდა.

 

ნინი ბადურაშვილი (4 თვე)

ნინი ბადურაშვილის ქორწინებაც წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე.

 

ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც მარტში ბადურაშვილის "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში გამოჩენამ გაამყარა.

 

ბადურაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფდა. ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ორსული ნინი ბადურაშვილისთვის ფრენა არ შეიძლებოდა და ამიტომაც არ ბრუნდებოდა მოსკოვში.

 

სანამ ნინი ბადურაშვილი პირად ცხოვრებაში მომხდარ წარუმატებლობას მალავდა, მისი ყოფილი მეუღლე ირაკლი კუტალაძე ქართველ ჟურნალისტებს უკავშირდებოდა და სთხოვდა მისი ინტერვიუს გამოქვეყნებას, მაგრამ ბადურაშვილის ორსულობის გამო კუტალაძეს ინტერვიუზე ყველამ უარი უთხრა.

 

ბოლოს კი მისი ინტერვიუ ერთ-ერთმა ჟურნალმა გამოაქვეყნა, სადაც ირაკლი კუტალაძემ მისი ოჯახური ამბები და ეჭვები სააშკარაოზე გამოიტანა. ნინის და ირაკლის შორის დიდხანს იყო დაძაბული ურთიერთობა, მაგრამ როგორც ჩანს, ბავშვის დაბადების შემდეგ კუტალაძემ საკუთარი საქციელი მოინანია და შვილის სანახავად თბილისში ჩამოვიდა.

 

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინი ბადურაშვილი ბიზნესმენ მიშა რჩეულიშვილზე გათხოვდა, მაგრამ ეს ამბავი არ გამართლდა.

 

ნინა წკრიალაშვილი (6 თვე)

წარუმატებელი და საბოლოოდ ტრაგიკული აღმოჩნდა მომღერალ ნინა წკრიალაშვილის ბოლო ქორწინებაც. გათხოვების გადაწყვეტილება 2012 წლის აპრილში ქერათმიანმა ლამაზმანმა მოულოდნელად მიიღო, ამის შესახებ მისი ოჯახის წევრებმაც კი არაფერი იცოდნენ.

 

ნინას რჩეული ძალოვანი უწყების თანამშრომელი თენგო წივწივაძე გახლდათ. წყვილმა ერთმანეთი ლიტვაში, კალათბურთის მატჩზე გაიცნო და მალე დაქორწინდნენ კიდეც. თუმცა 6 თვეში დაშორდნენ. ამბობდნენ, რომ დაშორების მიზეზი თენგოს ეჭვიანობა იყო, ამიტომ ნინამ მასთან ცხოვრება აღარ ისურვა.

 

თენგო დიდი ხანი ცდილობდა მომღერალთან შერიგებას, მაგრამ ყოველთვის უარს იღებდა. თენგო წივწივაძის სიცოცხლე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავტოავარიაში მოხვდა.

 

ნინამ თენგოს გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა.

 

თაკო გაჩეჩილაძე (7 თვე)

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე საკმაოდ პატარა ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული დათო სალაძე იყო, თაკომ და დათომ ოჯახი სიყვარულით შექმნეს, მაგრამ ზუსტად 7 თვეში დაშორდნენ.

 

რა გახდა თაკოს და დათოს დაშორების მიზეზი, უცნობია. როგორც თაკო ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ოჯახის შენარჩუნებას მოძღვარიც ურჩევდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

 

მეუღლესთან დაშორების შემდეგ, თაკო ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს და რელიგიურ სიზმრებსაც ხედავს. ერთ-ერთი ასეთი სიზმრის შედეგად აპატია მან ყოფილ ქმარს შეცდომები, თუმცა არ შეურიგდა.

 

იყო პერიოდი, როცა თაკოს მონასტერში უნდოდა დარჩენა. თაკოს ყოფილ ქმარს ახლა სხვა ცოლი ჰყავს. ის უკვე 8 წელია დაქორწინებულია ნანა ალავიძეზე და შვილიც ჰყავთ.

 

თავად თაკო კი დღემდე მარტოა და არც სასიყვარულო ისტორიებით გამოირჩევა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !