-
2014-08-22 21:55
ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალს ქართველი ცნობილი სახეებიც ესწრებიან.
Ambebi.ge მათ დაუკავშირდა და იქაური სიტუაციის შეფასება სთხოვა.
მსახიობმა თინა მახარაძემ ჯერ განაცხადა, რომ დრო არ ჰქონდა ინტერვიუსთვის, რადგან სავიზო რეგისტრაციას გადიოდა, შემდეგ კი ტელეფონი საერთოდ გამორთო.
პროდუსერი ირაკლი ნადარეიშვილი ანაკლიაში 19 აგვისტოს ჩავიდა.
„უსაფრთხოების ზომები მაღალ დონეზეა დაცული, 1000-მდე პოლიციელი იცავს უსაფრთხოებას. თუ რამე კანონდარღვევა ხდება, დროულად რეაგირებენ. იყო შემთხვევა, უცხოელი გოგო წელს ზემოთ შიშველი ერთობოდა, მივიდა პოლიცია და უთხრა, ჩაიცვიო, მანაც ჩაიცვა.
ლეპტოპი დამრჩა პირველ დღეს რეგისტრატურაში, არც მახსოვდა, სად დამრჩა. მოვიკითხე და ადმინისტრაციაშიც არ იყო, ქართული დაცვის სამსახურს ჰქონდა შენახული. დაკავებები, სექსი და ნარკოტიკები ნამდვილად არ მინახავს.
ხალხს უფრო 23-დან ელოდებიან ოფიციალურ გახსნაზე და მერე ვნახოთ, რა იქნება,“ - განაცხადა მან.
ნიკა ქავთარაძე (იუმორისტი):
– ახლა მივდივარ „კაზანტიპზე“, ალბათ ორი დღით დავრჩები. „კაზანტიპი“ ჩემთვის არის მხიარულება, გართობა, ახალი ნაცნობები. ეს ქვეყანას მოუტანს წარმატებას, ანაკლიის შესახებ მილიონობით ადამიანი გაიგებს. საქართველოსთვის ასეთი რეკლამა მაგარია, ხალხს მოუტანს ფინანსურ სარგებელს...
მერსი სულხანიშვილი (ტელეწამყვანი):
– მეგობრებთან ერთად ჩამოვედი კაზანტიპის გახსნაზე... რადგან პირველად ტარდება, ვფიქრობდი ისეთ დონეზე არ ჩატარდება, როგორც უკრაინაში ტარდება-თქო, მაგრამ თურმე ვცდებოდი.
– სექსი და ნარკოტიკი ბევრია?
– მეშინია არ დამიჭირონ. მე მგონია, რომ მსგავსი ტიპის ფესტივალებზე სხვანაირად გართობა წარმოუდგენელია.
– ეწევი მარიხუანას?
– ერთხელ მაინც გაგვისინჯავს ცხოვრებაში, მეტს არაფერს ვიტყვი...