ნანუკა ჟორჟოლიანმა და ნათია ლაზაშვილმა ერთმანეთს ძველი ცოდვები გაუხსენეს

Image

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულმა განცხადებამ საქველმოქმედო აქციაში ჩართვის თაობაზე სოციალურ ქცელებში ცხარე პოლემიკა გამოიწვია.

 

პრემიერ-მინისტრი „წყლის გადასხმის აქციას" უერთდება, თუმცა არც წყალს გადაისხამს და თანხასაც ქართულ ფონდში გადარიცხავს.

ღარიბაშვილის ამ განცხადებამ  ნანუკა ჟორჟოლიანი და ნათია ლაზაშვილი ერთმანეთთან მწარედ დააპირისპირა.

 

 

ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ არ იწონებს რაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას.

„ არა. ეს არ არის გამოწვევის მიღება. 100$ უნდა გადაერიცხა არა სოლიდარობაში! არამედ იქ სადაც მსოფლიო რიცხავს. რაც შეეხება სოლიდარობას! კარგი იდეაა მაგრამ სხვის მოფიქრებულ აქციაზე მიბმა ტეხავს!“

 

ნათია ლაზაშვილი: ნანუკა ჩემო კარგო, როგორც ჩანს არ გესმის ამ კამპანიის არსი, ეს არის ქველმოქმედების და ადამიანებს შორის სოლიდარობის კამპანია, რომელიც ე.წ ვირუსული ფორმით ვრცელდება და ამიტომაც სხვადასხვა ფორმებს იძენს.

 

ვედროთი წყლის გადასხმა ამ აქციის აუცილებელი პირობა არაა, ისევე როგორც არც ნოტარიუსთან დამტკიცებული წესები არ დაუდგენია ვინმეს. აქ მთავარი ის კი არ არის, ვის გადაურიცხავ თანხას, არამედ ის, რომ დაეხმარო მათ ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი დაასახელეს და გამოიწვიეს არა აშშ-ში, არამედ საქართველოში, რომლებიც თანხას ერთი-ერთი კონკრეტული საქველმოქმედო საიტისთვის რიცხავენ.

 

იმის გამო რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ქვეყნის მოქმედი პრემიერ მინისტრი, რომლის ინიციატივაც არის “სოლიდარობის ფონდი” (და ეს არ არის მისი საკუთარი ფონდი) რომელსაც დღეს არსებულ ფონდებს შორის, ყველაზე მეტი პოტენციალი აქვს რომ რეალურად დაეხმაროს ძალიან ბევრ ადამიანს,

 

მათ შორის იმ დიაგნოზის მქონე ადამიანებს, ვისთვისაც ეს კამპანია დაიწყო, მან გადაწყვიტა სწორედ ასეთი მასშტაბის ფონდს დაეხმაროს, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება მასში, მით უფრო მეტი გაჭირვებულის დახმარებას შევძლებთ ყველა, მათ შორის მათთაც ვისაც ცალკეული ფონდები დიდი ძალისხმევის მიუხედავად ხან ეხმარებიან და ხან ვერა.

 

აქ მთავარია ადამიანების რეალური დახმარება, სიკეთის კეთება და სიკეთის კეთების სურვილის გაღვივება ადამიანებში, არა აქვს მნიშვნელობა პოპულარიზაციის რა ფორმას აირჩევ ამისთვის. მთავარი არ არის “შოუ” დადგმა!

 

შენ ხომ არავინ მოგთხოვა გადარიცხვის ფურცელი ან რამდენი გადარიცხე და სად გადარიცხე? ან გეყარა თუ არა ყინულები ვედროში? ასეთ კითხვებს და ასეთ პრეტენზიებს ასეთ კამპანიებში არ აყენებენ. ყველა თვითონ ირჩევს თავის გზას. ასე, რომ შენც გირჩევ “მადლი ქენი ქვაზე დადე, გაიარე და წინ დაგხვდება”.

 

P.S. ცნობისათვის ბარაკ ობამამაც ფული გადარიცხა და წყალი არ გადაუსხია. წყალი გადაისხა ყოფილმა პრეზიდენტმა ბუშმა, შეგეძლო გამოგეწვია ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, მითუმეტეს რომ ცივი წყლის გადასხმა ეხლა მას არ აწყენდა.

 

ნანუკა ჟორჟოლიანი: ნათია მე თვითონ გადავწყვიტავ ვინ გამივიწვიო:) ისე გრეჩიხაც საინტერესო იქნებოდა და ხო არ გამოიწვევდი, ზუსტად ვიცი არსი და მე მესმის თქვენი. ზუსტად თქვენ ვერ აუხსენით პრემიერს და ეხლა აქ უნდა წეროთ ვითომ მთელმა საქართველომ სხვანაირად გავიგეთ და ადმინიატრაციამ სხვანაირად:)

 

...ბარაკ ობამამ ფული მითითებულ ანგარიშზე გადარიცხა და არა მის მიერ შექმნილ ფონდში ნათია:) და არ მინდა მეტი გულწრფელობა შენთან

 

მესიჯობაში და გირჩევ არ გადმოხვიდე წითელ ხაზს რაც უკვე სცადე!!!

 

.... და შენ რომ მე მირჩევ სიკეთის გაკეთებას კი მეცინება:)ჩემი გადაცემის 30% ქველმოქმედებაა ნათია

 

... და არის ისეთი რაღაცეები რასაც საჯაროს არასოდეს გავხდი! ზუსტად იმიტომ რომ ქვაზე დავდე და წინ დამხვდა!

 

... რაც შეეხება ქვითარს! ვერ დავდებ იმიტომ რომ ხვალ ვრიცხავ! და არასოდეს ვიტყვი ტყუილს:!

 

... არც წყლის გადასხმა უთქვამს ვინმეს:) არც ობამას გადაუსხია წყალი. მაგრამ 100$ მითითებულ ანგარიშზე დადო. პრემიერს საერთოდ შეეძლო გამოწვევა არ მიეღო! ვალდებული არაა! და ეს ფონდი ისედაც აქტუალური გაეხადა! და გარწმუნებ ამ ფონდშიც გადავრიცხავ ფულს და მაგის ქვითარზეც დაგთაგავ!

 

ნათია ლაზაშვილი: ნანუკა მე არ ვიწვევ არავის სანამ არ გამომიწვევენ, ასე რომ, რომ გგონია არტილერიაში მოარტყი ეგ არტერიაა და არც მთელი საქართველო ხარ. არ ვაპირებ შენთან კიდევ უფრო მეტად დებატებში შემოსვლას. შევეცადე ამეხსნა, რაც უფრო მეტს დაწერ მგონი უფრო მეტ შეცდომას დაუშვებ.

 

ნანუკა ჟორჟოლიანი: ნათია შენ კურიერის სტუდიაში იჯექი მაშინ როდესაც მე ნამდვილი არტილერიის კადრებს გიგორებდი და შენ იცი რომ მე სხვაობები ვიცი. ეგ იმ ზღაპრიდან არის მთელი მედია და მართლა ნახევარი საქართველო რომ ყვებოდა ნათიამ ტექსტის წერა არ იცის და ტაბატაძე უწერსო:) ამიტომ არ გინდა ეხლა ზღაპრებზე აყოლა! რაც შეეხება გამოწვევას, მე შენ არ გამომიწვევიხარ!

 

ნანუკა ჟორჟოლიანი: მათ შორის სასაცილოდ რომ იგდებდნენ შენი წიგნის იდეას მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი ყველას დარწმუნებას იმაში, რომ შენ ბუტაფორიული დიქტორი არ იყავი. ამიტომ არ ხარ მართალი, როდესაც წერ იმას რაც ზუსტად იცი რომ უნებლიეა:) და არა რეალური შეცდომა:)

 

ნათია ლაზაშვილი: :)))))) ძალიან ვწუხვარ რომ ასეთ მდარე ხარისხის ინსინუაციებს კადრულობ, რამდენიც მე ვინმე რამეს მიწერდა იმდენჯერ ცუდი ამბები გაგეგოს, რაც იმას ნიშნავს რომ სულ კარგად იქნები

 

ნანუკა ჟორჟოლიანი: ააა მე მეგონა შენ შეწუხდებოდი არტილერიით სპეკულაციით:) 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !