-
2014-08-19 18:47
„youtube“-ზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც მსახიობმა სიმსივნით დაავადებული გოგონას, ვივიენ ვალკერს მიუძღვნა.
მას შემდეგ, რაც ოკლენდელ გოგონას ექიმებმა ღვიძლის კიბო დაუდგინეს და რამდენიმე ქიმიოთერაპიის შემდეგ საავადმყოფოდანაც გამოწერეს, გოგონამ გადაწყვიტა სურვილების ჩანაწერი გაეკეთებინა.
ერთ-ერთი მისი ოცნება რობინ უილიამსთან შეხვედრა იყო. იმის გამო, რომ ავადმყოფობა ხელს უშლიდა პირადად შეხვედროდა რობინს, მსახიობმა მისთვის ჩანაწერი გააკეთა, რომელიც თვითმკვლელობამდე რამდენიმე თვის წინაა გადაღებული.
ვიდეოში კომიკოსი მოკითხვას უგზავნის გოგონას, ეკითხება, რა ხდება ახალ ზელანდიაში და საუბრის დასრულებისას კოცნას უგზავნის.