-
2014-08-18 18:26
სკანდალური ჟურნალისტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ნანუკას შოუში გამჭვირვალე მაისური ეცვა და მასში ყველაფერი ჩანდა, არ მიიჩნევს, რომ ეთერში გახდილი გამოვიდა.
„ქართველების უპირველესად არ მესმის ის, რაღაცაზე რომ ამბობენ ცუდიაო, მაგრამ არ აკონკრეტებენ, რა არ მოსწონთ. უნიკალური ერი ვართ მსოფლიოში.
ნიკო გომელაურს აქვს ასეთი ლექსი, “საქართველოში მანდილოსნები, სახელს ითქვამენ პატიოსნებით“, ზუსტად ეს ლექსია ჩვენი ქვეყნის რეალობაზე მორგებული. მთავარია, საკუთარ თავში იყო დარწმუნებული, სხვისი აზრი კი, მეორეხარისხოვანია.
ჩემთვის ასეა, ყოველ შემთხვევაში. ხალხის პროტესტს რომ მე გახდილი გამოვედი ტელევიზიით, არ მივიღებ. იმიტომ, რომ არ ვყოფილვარ შიშველი - მეცვა გამჭვირვალე მაისური. გახდილი ხარ როცა არაფერი გაცვია, შესაბამისად, მე მეცვა“, - განუცხადა სულხანიშვილმა „თბილისელებს“.