ვინ იყო ზოდიაქოს ნიშნით რობინ უილიამსი და რატომ მოიკლა თავი

Image

„ადრე ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს მარტო დარჩენაა.

 

სინამდვილეში ასე არაა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისეთი ადამინების გვერდით იყო, ვისთან ერთადაც თავს მარტო იგრძნობ“ - ამბობდა თვის ერთ-ერთ ინტერვიუში რობინ უილიამსი.

 

მათთვის, ვისი ბავშვობის წლებიც მისის დაუდფაიერის პერსონაჟს უკავშირდება, ალბათ ძნელი წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელსაც სახე და კეთილი თვალები მუდამ მხიარულად უცინოდა, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაუსვამდა წერტილს...

 

როგორ გგონიათ, ვინ იქნებოდა იგი ზოდიაქოს ნიშნით?.. ის არ გახლდათ არც ოპტიმისტი მშვილდოსანი, არც ენაწყლიანი და მოუსვენარი ტყუპი და არც ექსტრავაგანტური, კრეატივისტი მერწყული...  ეს ადამიანი კირჩხიბის ნიშნით იყო დაბადებული. იმიტომ რომ  მხოლოდ კირჩხიბს შეუძლია ამგვარი ოსტატური გარდასახვა, სრული დეპრესიიდან კომიზმამდე და პირიქით...

 

კირჩხიბის ზოდიაქოს მთვარე მართავს, რომელიც ამ ნიშნით დაბადებულებს გასაოცარი ემოციურობითა და სამსახიობო ნიჭით აჯილდოებს.

 

რობინ უილიამსი კირჩხიბის, მორიელისა და თევზების სინთეზის მქონე ასტროლოგური პირადი რუკით დაიბადა. სწორედ წყლის სტიქიის ამგვარ "ოვერდოზს" უნდა უმადლოდეს მსოფლიო იმას, რომ ამ ადამიანმა გასაოცარი სითბოს, სიღრმისა და პოზიტივის მქონე პერსონაჟების შექმნა შეძლო ეკრანზე...

 

მაგრამ იმავე კომბინაცია გახლდათ მიზეზი იმისა, რომ მსახიობს ნარკოტითან და ალკოჰოლთან მეგობრობა "ეადვილებოდა". რაც უფრო მეტია ადამიანის პირად კოსმოგრამაში წყლის სტიქიის გავლენა, მით უფრო ფაქიზია მისი აღქმა სამყარს მიმართ.

 

შესაბამისად, იგი სხვებისგან ათასჯერ უფრო მძაფრად განიცდის ტკივილს, არა ფიზიკურს არამედ სულიერს და ფსიქოლოგიურს, რომელსაც მას საზოგადოება გულუხვად უბოძებს სახელთან და დიდებასთან ერთად.

 

ამბობენ, ბოლო პერიოდში მას იშვიათად იწვევდნენ საინტერესო პროექტებში, ხოლო განქორწინებამ მეორე მეუღლესთან მას ფაქტობრივად საარსებო წყაროს მიზერული ოდენობაც კი აღარ დაუტოვა...

 

ალბათ ნებისმიერი კირჩხიბი მიხვდება, რას ნიშნავს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულისთვის იმის გაცნობიერება, რომ მისი მომავალი, ფინანსური თვალსაზრისით აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაურკვეველია... თანაც მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ ტალღის ქიმზე ყოფნას მიგაჩვია სამყარომ... ამგვარ დაცემა-აღზევებას მარტივად გაუძლებენ ცეცხლის ან ჰაერის ნიშნები, მათთვის ცხოვრება ისედაც კარუსელია...

 

მაგრამ ემოციური კირჩხიბისთვის, რომელსაც გარდა ამისა პირად კოსმოგრამაში არანაკლებ ემოციური თევზების ზოდიაქოს გავლენა "უმაგრებს" ზურგს, მომავლის რწმენის დაკარგვა საკმაოდ მარტივია, თანაც მაშინ, როცა ასაკიც აღარ გიწყობს ხელს და ალკოჰოლ/ნარკოტიკდამოკიდებულებაც უკვე იცი როგორი "ანტიდეპრესანტია" უიმედობის ჟამს.

 

მიზეზი იმისა, თუ რატომ მოხდა ის, რომ დიდმა მსახიობმა ესოდენ სასტიკი განაჩენი გაიმეტა საკუთარი თავისთვის მარტივია – სამყარო მისთვის უცხო და ჩაკეტილი გახდა... იგი დაივიწყეს, თავს უფუნქციოდ გრძნობდა. კირჩხიბისთვის კი იმის განცდა, რომ საზოგადოებამ გაფუჭებული სათამაშოსავით მოგისროლა კულისებსმიღმა, გადაულახავი ტრაგედიაა.

 

დღე, როდესაც რობინ უილიამსმა სუიციდი ჩაიდინა, ტრანზიტული ასტროლოგიური გათვლებით ე.წ. "დროებითი გონების დაბინდვით" ხასიათდებოდა... რომ არა გვიანი საათები და მისი მარტოობა (მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეს გვერდით ოთახში ეძინა და ამ ფაქტს პრესაში არაერთგზის, მკვეთრად გაესვა ხაზი) სავსებით შესაძლებელი იქნებოდა მისთვის ამ საბედისწერო ჩანაფიქრის გადაფიქრება... ეს წამიერი გონების დაბინდვა იყო მხოლოდ. კირჩხიბებს ხომ ტკბილი სიტყვა და სულ ცოტაოდენი ყურადღება, ნებისმიერ წამალზე უკეთ შველით.

 

astrologi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !