
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში დიზაინერ ავთო ცქვიტინიძის მაღაზიები დაიხურა.
თავად ავთანდილის განცხადებით, მაღაზიებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და თან 2 კვირით ისვენებენ.
„ზაფხულობით ყოველთვის ვიკეტებოდით 2 კვირით. პეკინზე ავიღეთ ფართი და იმასაც ვარემონტებთ.
ყველანი ადამიანები ვართ და გვჭირდება დასვენება, მათ შორის მეც. ამჟამად მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. სხვა სეგმენტზე გადავდივართ, რომელიც ძირითადად სტუდენტებზე იქნება გათვლილი.
ვქმნი ისეთ კოლექციას, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ჩაიცვამს - ჯინსიდან დაწყებული მაისურებით დამთავრებული,“- აღნიშნა დიზაინერმა.