გოგონას, რომელსაც უკანალი დაუსტეპლერეს, ოპერაცია სჭირდება!..

Image

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების გმირი გოგონა, რომელსაც „ტალიკ-ტალიკი“ ბიჭები უკანალს უსტეპლერებენ, ია ბერულაშვილი აღმოჩნდა.

 

იგი ტელეკომპანია ''ჯი-დი-ეს''-ზე გადაცემა „მზეებში“ მუშაობდა.

 

თითქმის ერთი წელია, გადაცემა დაიხურა, სკანდალი კი იასთან დაკავშირებით სწორედ ახლა აგორდა.

 

ამის მიზეზი ზემოხსენებული რეალური შოუს ერთ-ერთი მონაწილე, დიმიტრი ჯანუაშვილი, მეტსახელად ''ძიკი'' გახდა, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთულ ერთ-ერთ ვიდეოში  პრეზიდენტის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა.

 

სწორედ ძიკიმ დაუსტეპლერა ერთ-ერთ გადაცემაში ია ბერულაშვილს უკანალი. „რეიტინგმა“ ია ჩინეთში იპოვა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

 

 „თქვენ წარმოიდგინეთ, მიზერულ ხელფასზე ვმუშაობდი. მხოლოდ სტეპლერის გამო არ ვიღებდი ხელფასს. უფრო რთული დავალებების შესრულებაც მომიხდა, მაგრამ რატომღაც მხოლოდ სტეპლერი აიტაცა ქართველმა ხალხმა.

 

ეს იყო შოუ, მე ამ შოუში ვმონაწილეობდი, ხელი მქონდა მოწერილი კონტრაქტზე, ყველაფერი ჩემი სურვილით ხდებოდა. ასეთი ვარ, მიყვარს რისკზე წასვლა.

 

მაშინ ჩემთვის თანხა არ იყო მნიშვნელოვანი, ასეთი შოუ პირველი იყო და არ ვნანობ, რაც გავაკეთე.

გადაცემის დახურვიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და რატომღაც ახლა ატყდა ერთი ამბავი. ეს ყველაფერი ამ ხალხს, უბრალოდ, ოთხი ადამიანის გართობა ჰგონია, ტელევიზორს არ რთავენ, არ იციან, რომ ეს იყო გადაცემა.

 

მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც ქართველი ხალხის სალანძღავ ობიექტად იქცა. შეურაცხყოფას მაყენებენ კომენტარებით, მაგრამ ამით დიდს ვერაფერს დამიშავებენ. ეს ნაბიჯი გადავდგი და ვიმეორებ, არ ვნანობ!

 

იცით, რა მომენტი მქონდა? როდესაც დავალების შესრულებას ვიწყებდი, ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი, რომ არ უნდა მტკენოდა. რა თქმა უნდა, საკმაოდ მტკივნეული იყო, მაგრამ ნებისმიერ საქმეზე როცა ვმუშაობ და ხელს ვაწერ კონტრაქტს, გაანალიზებული მაქვს ყველაფერი, იქნება ეს დასტეპლერება თუ სხვა რამ.

 

ეს იყო აზარტი, ერთ დავალებას რომ ვასრულებდი, სურვილი მქონდა, უფრო რთული შემესრულებინა. არაფერზე ვიხევდი უკან. იქ ერთი გოგო ვიყავი და ვცდილობდი, ბიჭებს არ ჩამოვრჩენოდი. ეს იყო ექსტრიმი, აზარტი და კიდევ თუ იქნება საქართველოში ამ ტიპის ან ცოტა განსხვავებული შოუ, აუცილებლად ვცდი ბედს.

 

კონკრეტულად ამ დავალებაში არაფერი ამიღია. მე ვიყავი ტელევიზიის თანამშრომელი და ყოველთვიურად ვიღებდი ერთსა და იმავე ოდენობის ხელფასს. რაც იყო, იყო. მართლა არ მეგონა, თუ ჩემს უკანალს ამდენი დამცველი გამოუჩნდებოდა. იქვე სპირტით დავიმუშავე. ეს იყო და ეს. რამდენიმე დღე მტკიოდა, მერე ტკივილმაც გაიარა...

 

სვირინგი ორი მაქვს, ფეხზე და ხელზე. ერთი ტაილანდური ნიშანია და ქალური სულის სიძლიერეს ნიშნავს. მეორე კი, - Life Goes On, ანუ ცხოვრება გრძელდება, მაშინ დავიწერე, როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, როცა გავიგე, რომ მხედველობას ვკარგავდი.

 

 პრობლემა მაქვს, სწორედ ამიტომ ვარ იძულებული, ჩემი ქვეყნიდან და ჩემი ოჯახიდან შორს გადავიხვეწო, რომ ოპერაციის ფული დავაგროვო“, - განაცხადა ია ბერულაშვილმა.

stepleri.jpg

 

 

„რეიტინგი“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !