
მომღერალი გია სურამელაშვილი 10 დღით ქობულეთში მიდის. როგორც თავად ამბობს, კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ რესტორანთან და თუ კმაყოფილი დარჩება, კონტრაქტს კიდევ გააგრძელებს.
მომღერალი „რეიტინგთან“ ინტერვიუში სხვა თემებთან ერთად საკუთარ მანქანებზეც საუბრობს.
„დიდი ხნის განმავლობაში არც მანქანის ყიდვის სურვილი მქონია და არც მართვის სწავლის. დაახლოებით 7-8 წლის წინ მაჩუქა პირველი მანქანა შავი სამყაროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა.
დიდი ხნის განმავლობაში არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. საქართველოში რომ ჩამოვიდა, მეგობრებმა სიურპრიზი გაუკეთეს, ფული გადამიხადეს და ჩამიყვანეს ქუთაისში.
არ ვიცი, ლაპარაკს მოჰკრა ყური, თუ როგორ გაიგო, გაოცებულმა მკითხა, გია, შენ რა, მანქანა არ გყავსო? არა-მეთქი, ვუპასუხე. მაგარი „ბუხოი“ ვარ, უკვე ნამღერი მაქვს, ფულიც გადახდილი აქვთ. ჩემ თვალწინ აიღო ტელეფონი, დაურეკა ვიღაც ვაჭარს, რომელიც მანქანებს ყიდდა და ეუბნება, ხვალ შენთან მოვა გია სურამელაშვილი და რომელ მანქანასაც დაადებს ხელს, ის გაატანე, ფულს მე ვიხდიო.
გამოვშტერდი, მეგონა, სიზმარში ვიყავი. მივედი მეორე დღეს იმ კაცთან, წამოვიყვანე ოქროსფერი „მაზდა“ ოქროსფერივე სავარძლებით. რვა ათასი დოლარი გადაიხადა იმ კაცმა. ამ მანქანის ხათრით გადავწყვიტე მართვის სწავლაც.
წავიყვანე ჩემი მძღოლი და წავედი თბილისის ზღვაზე. დავარტყი ერთი წრე, ორი და ისეთ მუღამში შევედი, ზღვიდან პირდაპირ ქალაქში წამოვედი.
... მერე ერთმა ებრაელმა ბიზნესმენმა მიყიდა თაგვისფერი „პრადო“. თვითონ არ წამოსულა ბაზრობაზე, თავად აარჩიეო, მითხრა. 25 ათასი დოლარი ღირდა მანქანა და ისე გადავეკიდე გამყიდველებს, ჩვიდმეტი ათასად ვიყიდე. იმას 25 ათასი ვუთხარი. დანარჩენი მე დამრჩა. ახლა ცოცხალი აღარ არის, თორემ არ მოვყვებოდი.
ეს მანქანა უკვე ჩემით ვიყიდე. ნაჩუქარი „პრადო“ გავყიდე, სწორედ იმ დროს სამი კონცერტი მქონდა ისრაელში. ქორწილში კი არა, სამ ქალაქში დონე კონცერტები ჩავატარე. კარგი ფული ავიღე, დავამატე და დეკემბერში შევიძინე ეს მანქანა, „მურანოს“ ჯიპი,“ - ამბობს გია სურამელაშვილი.
reitingi.ge