
იურმალას ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ჯგუფის „ჩაი ვ დვოიომ“ წევრმა, სტას კასტიუშკინმა ალა პუგაჩოვასთვის თავის მოწონება გადაწყვიტა, მაგრამ მეტისმეტი მონდომებისგან მარცხი მოუვიდა.
მომღერალი ჟიურის მაგიდაზე აძვრა და სურდა ალა პუგაჩოვასთვის მუხლებზე დამდგარს ემღერა, მაგრამ მაგიდამ მის სიმძიმეს ვერ გაუძლო და სტას კასტიუშკინი, რომელსაც რუსული ესტრადის სექსსიმბოლოს ეძახიან, მოულოდნელობისგან გაოგნებული პრიმადონას მხრებსა და გულ-მკერდზე „დაეშვა“.
მომღერალმა სიტუაციის გამოსწორება და სიმღერის გაგრძელება მოახერხა, უკმაყოფილო ალას კი კარგა ხანს ჰქონდა თავზე ხელი მიდებული.