
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არხი ეროსი კიწმარიშვილთან მოლაპარაკებებს წარმოებდა.
მისი თქმით, საუბარი გადაცემა „60 წუთის“ დაბრუნებასაც ეხებოდა.
„მე არ ვიცი ის ვერსიები, რომელზეც მიდის საუბარი და ბუნებრივია მარჩიელეობას ვერ დავიწყებთ. „რუსთავი 2“ ეროსი კიწმარიშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
მას გეგმები ჰქონდა, განიხილებოდა სხვადასხვა სამუშაო ვერსია, მათ შორის ერთ-ერთი „60 წუთის“ დაბრუნება იყო", - აცხადებს გვარამია.
http://primetimenews.ge/?page=9&news_id=31950&c=2