
მეგაშოუს მეოთხე სეზონის გამარჯვებული ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გახდა.მისი მეწყვილე, მოსკოვში მცხოვრები ქართველი ვიქტორ ბურჭულაძე, საქართველოში სამი თვით მოწვევით იმყოფებოდა.
იგი დღეს მოსკოვში მნიშვნელოვან ღონისძიებაზე უნდა გაფრენილიყო, აეროპორტში მივიდა, გაიარა რეგისტრაცია, ბარგიც ჩააბარა, მაგრამ ბოლო მომენტში გაფრენა გადაიფიქრა.
„საოცარი ადამიანია, უნდა დაგვმშვიდობებოდა, ამ დროს გული ამიჩუყდა,თვალზე ცრემლები გამიჩნდა, ეს რომ დაინახა, თვალი აღარმომაცილა და გამოგვიცხადა, - აღარ მივდივარო.
აღარ მიდის. პროექტი გუშინ მოვიგეთ, ვიშრომეთ, შევეჩვიეთ ერთმანეთს. მას ახლა ჩვენთან ერთად უნდა ყოფნა. გართობა, მოლხენა, ამ გამარჯვების აღნიშვნა და ზეიმი. ამბობს, რომ ყველას კარგად მოგესიყვარულებითო. არადა, რაღაც სერიოზულ საქმეზეც მიდიოდა...“ - განაცხადა პროექტის გამარჯვებულმა მარიამ კუბლაშვილმა და მასსა და ვიქტორს შორის „ლავ სთორის“ არსებობა კატეგორიულად უარყო.
„ამბები.გე“