
ნანუკა ჟორჟოლიანის მეგობარი, ლევან როსტოშვილი ამბობს, რომ 8 წლის წინ შეძენილ „ბეემვე 528“-სთან განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს, თუმცა ძველმა მანქანამ თაყვანისმცემლები დააკარგვინა.
„მანქანა უნდა გამოვცვალო, თორემ ქალი მძღოლები ყურადღებას არ მაქცევენ. 8 წელია რაც „ბეემვე 528“ მყავს, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. ჩემი გარდაცვლილი მეგობრის, წყალბურთელის, ზუკა სახელაშვილის იყო.
ეს მისი პირველი ავტომობილი იყო და სამეგობროს მასთან ბევრი კარგი მოგონებები გვაკავშირებს. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ზუკამ მანქანან მეგობარს მიჰყიდა. მერე მე მისგან შევიძინე. ზუკას „ბეემვეს“ არასდროს გავყიდი“, - ამბობს ლევან როსტოშვილი.
„სარკე“.