
ეს ფოტო, რომელზეც მსახიობ ია ფარულავას „უცნობი“ კოცნის, რამდენიმე დღის წინ ფუნიკულიორზე გამართულ ჟურნალ „ბომონდის“' წვეულებაზეა გადაღებული, რომელზეც მთელი ქართული ბომონდი იყო დაპატიჟებული.
ამ პაპარაცულ ფოტოზე თავად მსახიობმა ბევრი იცინა.
„ვერავინ იცნო ქართველი დიზაინერი რამაზო რომა, რომელიც დიდი ხანია თურქეთში მოღვაწეობს. ყველა მირეკავდა და მეკითხებოდა, ვინ გკოცნისო“, - აღნიშნა ია ფარულავამ და იქვე დასძინა, რომ მას ამ წვეულებაზე „პრადას“ კაბა ემოსა, რომელიც კარგა ხანს ჰქონდა გარდერობში ჩამოკიდებული.
„ეს არის პრადას კაბა, რომელიც დიდი ხანია გარდერობში მიკიდია. ცოტა მოვპუტკუნდი და აღარ მერგებოდა. ახლა დავიკელი და გამახსენდა ჩემი კაბა. გამიხარდა რომ მომერგო.“ - განაცხადა ტელეწამყვანმა.
რაც შეეხება თავად რამაზო რომას, მას წვეულება მოეწონა, მაგრამ აღნიშნა, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ქართულ ბომონდს და არ უხდებოდნენ იმ საღამოს.
„... ვერ დავაკონკრეტებ. რამდენიმე იყო ასეთი, რომლებიც შეიძლება დაუპატიჟებლადაც მოვიდნენ...
იასთან განსხვავებულად თბილი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ნიჭიერი ხალხი. ჩვენი შეხვედრა ყოველთვის ასეთი თბილია ხოლმე. უბრალოდ პაპარაცებმა ჩაგვავლეს და დააფიქსირეს ეს თბილი კოცნა,“ - განაცხადა რომამ.
http://www.reitingi.ge/top-news/2419-vin-akoca-ia-farulavas-tariels-saetcviano-ar-aqvs.html?lang=ka-GE