
ეკა ხოფერიას თოქშოუში ლალი ბადურაშვილმა შვილიშვილის, ნინი ბადურაშვილის ბავშვობა გაიხსენა და იმაზეც ისაებრა, თუ რა რჩევებს აძლევდა მომღერალ შვილიშვილს.
„სულ ვეუბნებოდი ნინის - მართლაც ხმა გაქვს, გარეგნობა გაქვს, სიმაღლე გაქვს. ყველაფერი, მაგრამ შენ არ იქნები ყველასთვის სასურველი სარძლო. რატომ?.. იმიტომ რომ, ასეთი პროფესია გაქვს...
შუაღამისას წახვიდე თელავში კონცერტი ჩაატარო, მერე ბათუმში წახვიდე, მერე გავარდე, გამოვარდე... ოჯახი სხვა რაღაცაა, რთულია და ამიტომ შეგუებული მყავდა. მოშურნეობაც არის. თუ ლამაზია, კარგია... ხანდახან მე მიკვირს, როცა ნინიზე მეუბნებიან ფეისბუქზე ეს დაწერესო.
იცით, გოგოს რომ შეშურდეს არ მიკვირს, ნუ გოგოა და დავუშვათ, რომ არ აქვს ის პოტენციალი და ბიჭს? მეცინება, ანუ სადამდე შეიძლება წავიდეს შური, მაგრამ კიდევ კარგი ამათან ერთად არის თაყვანისცემა და სიყვარულიც“ - ამბობს ლალი ბადურაშვილი.