
სოციალურ ქსელში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილის - ანას ფოტოები ვრცელდება, რომელიც პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეს, მომღერალ ლევან ჩიჩუას, იგივე თიელს გულშემატკივრობს.
„ანა დიდი ხნის წინ გავიცანი. თუ სწორად მახსოვს, მაშინ ცამეტი წლის იყო, შეიძლება უფრო პატარაც. ანა დღემდე ჩემი ახლო მეგობარია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ჩემი გულშემარტკივარია და ხშირად მოდის საგულშემატკივროდ...
ანას ოჯახის წევრებს არ ვიცნობ. საქართველოში რამდენიმე წელი არ ვცხოვრობდი, ამ დროს, ანაც არ იყო საქართველოში. დიდი ხნის მეგობრები ვართ. შეხვედრას კი იშვიათად ვახერხებთ“ - აღნიშნა მომღერალმა.
http://www.reitingi.ge/top-news/2341-ratom-akithkhavs-cirkshi-prezidentis-qalishvili-levan-chichuas.html?lang=ka-GE