
ყოფილი „ჯეოსტარელი“, დათუნა მგელაძე ქართულ შოუ-ბიზნესში გამეფებულ უძრაობას მოსკოვში გაექცა და როგორც ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში აცხადებს, მღერის, ბიზნესითაც დაკავდა და თავს შესანიშნავად გრძნობს.
„ვცხოვრობ მარტო მოსკოვის ცენტრში, ჩემთვის წყნარად, მშვიდად და კარგად... ძირითადად, კორპორატიულ საღამოებზე ვმღერი, ასევე მაქვს ჩემი მცირე ბიზნესი, ორი მაღაზია. ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი, ბიზნესთან რაიმე შეხება თუ მექნებოდა.
ვერთობი და ვმუშაობ კიდეც. აგვისტოში ვაპირებ თბილისში ჩამოსვლას, მაგრამ მცირე ხნით. სექტემბერში უკან დავბრუნდები...
ყოველი კონცერტის შემდეგ უბედნიერესი ვარ და სადაც მქონია კონცერტი, არსად არ ყოფილა დარბაზი ცარიელი. ძირითადად ჩემს რეპერტუარს ვასრულებ, კორპორატიულ საღამოებზე კი - ცნობილი სიმღერების ქავერებს, თუმცა რამდენიმე სიმღერას ჩემი რეპერტუარიდანაც ვურევ ხოლმე...
ქართველი ბიჭები უფრო ელოდებიან ხოლმე ჩემს კონცერტებს, რადგან დამსწრეთა 90% მდედრობითი სქესია და უხარიათ“, - განაცხადა მომღერალმა.
„რეიტინგი“