
12 ივნისს გამართული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგი ტურზე ყველაზე ნაკლები ხმა კი მიშა მესხის და ჯულიანა ბარგნარის წყვილმა მიიღო.
თუმცა წყვილი პროექტის დატოვებისგან ჟიურიმ იხსნა. გახარებული მიშა მესხი ჯერ ჩერტკოევს შეახტა ზურგზე, შემდეგ კი სცენაზე მყოფ ანრი ჯოხაძეს...
- მაგაზე გავბრაზდი, რომ საშველი გავხდი...
- გახარებული გოჩა ჩერტკოევს ზურგზე კი შეახტი. მაგაზე რა გითხრა, ხომ არ გისაყვედურა?
- (სიცილით ამბობს). გიჟი ხარო, - მითხრა. სხვა რა უნდა ეთქვა?…
- ისე, ზურგით პატარა მანძილზეც კი გატარა...
- ჯიგარია, ისე ლაპარაკში კარგი ტიპია, „პროსტა“ შეფასებებში ცოტა მჩაგრავს...
- მაინც ზურგზე რომ შეახტი, ეს რამ მოგაფიქრა?
- არც მიფიქრია, გავექანე და შევახტი.
- მეგონა, ამ საქციელით, მაღალ ქულებს რომ არ გიწერს, მასზე ჯავრი ამოიყარე.
- გაბრაზებული რომ ვიყო, მაშინ პანჩურს ამოვარტყამდი. მე იმაზე გავბრაზდი, რომ საშველი გავხდი, გასაგდები არ ვიყავი, ძალიან მაგრად ვმუშაობ, ყველაზე მაგრად...
- აბა, ჟიურიმ რატომ ამოგიჩემა?
- არ ვიცი. აზრზე არ ვარ, რა ხდება... ისე, შეიძლება ჩემ ადგილზე სხვა ყოფილიყო...
- ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ გუშინვე ანტალიის საგზურით დაგასაჩუქრა...
- საჩუქარი ერთ კაცზე?.. ცოლის გარეშე
რომ წავიდე, თავს გამიტეხავს (სიცლით ამბობს). არა, მარტო სად წავალ, რა პონტია?!.
http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesi/104318-qgabrazebuli-rom-viyo-panchurs-amovartyamdiq-ratom-sheakhta-zurgze-misha-meskhi-gocha-chertkoevs.html