
გადაცემაში „კაცია-ადამიანი?!“ ქალზე ძალადობის თემაზე ნინა წკრიალაშვილმა ისაუბრა და გარდაცვლილ მეუღლესთან თანაცხოვრების ბოლო პერიოდი გაიხსენა, როცა მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზიწოლას განიცდიდა.
„როცა ორ ადამიანს აღიზიანებს ერთმანეთის დანახვა ჯობია, რომ რაღაც პერიოდი დაშორდე. მარტო იმას ვაკეთებდი, რაც მას უხაროდა. ბევრ რაღაცაზე უარი ვთქვი და სახლიდანაც აღარ გავდიოდი. ჯერ მქონდა ფსიქოლოგიური ზეწოლა.
მერე ისე ცუდად ვიყავი, რომ რამდენიმე ნერვოპათოლოგთან მკურნალობა დამჭირდა, ბოლოს კი ერთად დავიძინეთ და ძილში მომხვდა ძაან მძიმედ რაღაცა და ისეთი ვიყავი სისხლისგან ვიცლებოდი,“ - ყვებოდა მასზე ძალადობის ფაქტებს ნინა წკრიალაშვილი.
http://www.marao.ge/satcorao/7188-chemze-khdeboda-fsiqologiuri-dzaladoba-ras-hyveba-nina-tskrialashvili-bolo-qortsinebis-shesakheb.html