
მოდელი, რომლის ფოტოებსაც ახლა წარმოგიდგენთ, კარდინალურად განსხვავდება გლამურული ჟურნალების გარეკანზე გამოსახული მომხიბვლელი გარეგნობისა და იდეალური სხეულის მქონე ფოტო-მოდელებისგან.
25 წლის მელანი გაიდოსი თავისი გარეგნობით მოდის სამყაროში დაკანონებულ თითქმის ყველა სტერეოტიპს ანგრევს. იგი არც გარეგნული მშვენიერებით, არც მოვლილი თმითა და არც მომხიბვლელი ღიმილით გამოირჩევა.
პირიქით, მის დანახვაზე ადამიანებს მოდელთან ურთიერთობის სურვილი უქრებათ, თუმცა ისინი, ვინც ეს ბარიერი გადალახა, ამბობენ, რომ მელანი საოცრად დადებითი ენერგეტიკისა და შინაგანი სილამაზის მქონე ქარიზმატული ადამიანია. თუმცა, რამდენად საკმარისია ეს მოდის სამყაროსთვის, ამის განსჯა თქვენთვის მიგვინდვია.