დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში უამრავი ადამიანი იმყოფება, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანაც არ აღმოჩნდა გამონაკლისი და რამდენიმე დღის წინ საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა.
თუმცა ადამიანთა ნაწილმა ჯერ კიდევ მანამ, სანამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა ,
მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და უცხოეთიდან ჩამოსულმა სახლში დარჩენა
გადაწყვიტა.
მათ შორის იყო მომღერალი ნინო ჩხეიძე, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ
ისრაელიდან დაბრუნებული თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ცოტა ხნის წინ კი ორკვირიანი თვითიზოლაციის ვადის ამოწურვა სიმღერით აღნიშნა.
მის ვიდეო ლაივებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საყვარელი შემსრულებლის ნამღერმა უამრავ მსმენელამდე მიაღწია და საერთო ჯამში ვირტუალურმა მუსიკალურმა ნომრებმა ათიათასობით ნახვა დააგროვა.
მომღერალს ლაივების ჩაწერის გაგრძელება უამრავმა თაყვანისმცემელმა სთხოვა.